HBO-ს გადაწყვეტილებით, სუპერპოპულარული სერიალი Westworld ეთერში მესამე სეზონითაც დაბრუნდება. ეს ნამდვილად კარგი ამბავია, თუმცა ცუდი ის არის, რომ შოუ ეთერში 2020 წლამდე არ გამოვა.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი პირველი კი ის არის, რომ არხის გადაწყვეტილებით 2019 წელს მთავარი აქცენტი სამეფო კარის თამაშების ფინალურ და დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონზე უნდა გაკეთდეს. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ უკანასკნელში, ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული მერილ სტრიპი შეასრულებს, ნამდვილად საპატიო მიზეზია.

გარდა ამისა, როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, Westworld-ის მესამე სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მის გადასაღებად ძალიან დიდი დროა საჭირო.