ბევრი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პაროლის სწორად შერჩევა და, სამწუხაროდ, ცნობისმოყვარე ბოროტი ადამიანების მსხვერპლიც ძალიან მარტივად ხდება.

პირველ რიგში, სასურველია გაიაზროთ, რომ რთულად გამოსაცნობი პაროლი ვირტუალურ სამყაროში უსაფრთხოებისათვის, საკუთარი მონაცემების, ფინანსური ანგარიშებისა თუ პირადი მიმოწერების დასაცავად თქვენ ხელთ არსებული მთავარი ინსტრუმენტია.

ფოტო: giphy

ახლა კი ნახეთ 10 სულელური პაროლი, რომელიც ძალიან მარტივად გამოსაცნობია და არასდროს უნდა გამოიყენოთ.

1. 1234567890 ან პირიქით

ციფრები 1234567890 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მარტივი პაროლია. ასეთი სულელური პაროლების გამოყენებით საკუთარ თავსა და პირად ინფორმაციას დიდი საფრთხის წინაშე აყენებთ.

2. საკუთარი სახელი + დაბადების თარიღი

ის "კეთილის მსურველი" ადამიანი, რომელიც, მაგალითად, თქვენი ფეისბუქ გვერდის გატეხვას შეეცდება, პირველ რიგში მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოიყენებს - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ასაკი და ა.შ

3. LevaninatukaYvelaze

ძალიან სასიამოვნოა სიყვარულის მორევში ცურვა და მოზღვავებული ემოციების ფონზე სისულელეების კეთება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს მდგომარეობა თქვენთვის მნიშვნელოვანი ანგარიშების პაროლებზეც არ აისახება ხოლმე.

4. დაბადების თარიღი

მართლა გაინტერესებთ, თუ რატომ არის მსგავსი პაროლი სულელური?!

5. ლედიგაგა

მივუბრუნდეთ იმ საზიზღარ ადამიანს, რომელიც ახლაც ზის და თქვენი ფეისბუქ გვერდის გატეხვას ცდილობს. მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით, მან უკვე ყველა შესაძლო ვარიანტი სცადა, ახლა კი თქვენს საყვარელ შემსრულებლებსა და ბრენდებს მიადგა.

6. უცენზურო სიტყვები

ასეთი პაროლი ძალიან უხერხულია, მით უმეტეს, თუ ბანკის თანამშრომელს ესაუბრებით და თქვენთვის სასურველი ფინანსური ოპორაციის შესასრულებლად ონლაინ ბანკის პაროლი უნდა უკარნახოთ.

7. მობილურის ნომერი

ბარემ საჯაროდ დაგეწერა.

8. პაროლი, რომელიც ყველამ იცის

პაროლი, რომელიც სახლში ან სამეგობრო წრეში თითქმის ყველამ იცის, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ გაყენებთ, რადგან ვერ ივარაუდებთ, ვინ გაამართლებს თქვენს ნდობას. მოკლედ, გირჩევთ, რომ პაროლი გამოცვალოთ და აღარავის უთხრათ.

9. უბრალოდ სიტყვა: პაროლი

პაროლი იმისთვის არსებობს, რომ დაგიცვათ და არა იმისთვის, რომ პაროლად დაიყენოთ.

10. ზედმეტად დიდი პაროლი

ზედმეტად დიდი პაროლი, რომელიც უამრავი სიტყვის, ციფრებისა და სიმბოლოებისგან შედგება, საკმაოდ ძნელი დასამახსოვრებელია, ამიტომ არ არის აუცილებელი, მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ.