სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზი. ბექა წიქარიშვილთან ერთად, პოლიცია სხვა მოქალქეებსაც აკავებს.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობა იზრდება.

კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციელებსა და მოქალქეებს შორის. მობილიზებულია სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი რაზმი. კლუბის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები არ აპირებენ დაშლას და აქციებს აანონსებენ.

On.ge უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გვიან ღამით, კლუბ ბასიანისა და გალერის ტერიტორიაზე დაიწყო. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, თუმცა მათთან ერთად, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.