მას შემდეგ, რაც ბასიანისა და გალერის სტუმრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტთან მდგომარეობა ისევ დაძაბულია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: "სირცხვილი, სირცხვილი".