ნიუ-იორკი საქართველოსთვის - ვცეკვავთ თავისუფლებისთვის, ამ ლოზუნგით ხვალ, ნიუ-იორკში აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ბასიანს და ყველა იმ კლუბს, სადაც 12 მაისს სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა.

"რეიდის მიზანი იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის", - წერია ფეისბუქ ივენთის გვერდზე.

ანალოგიური აქცია დაანონსებულია ბერლინშიც.

თბილისის პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.