შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე ერთი პირი დააკავა. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ პირმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხა და კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნეტგაზეთის ლაივში ჩანს, რომ პირმა, რომელმაც ლგბტ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას.

პირი, რომელმაც ლგბტ აქტივისტს სცემა სისხლის სამართლის კოდექსის 126, ძალადობით მუხლით დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში განუცხადეს. აღნიშნული ბრალი ერთიდან სამ წლამდე ან ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ის 22 წლისაა.

კანცელარიის წინ, ლგბტ აქტივისტების ერთი ნაწილის აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თანასწორობის მოძრაობამ ერთი კვირის წინა დაანონსებული აქციის ჩატარებაზე, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, უარი თქვა.

17 მაისი ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე თარიღში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.