ფეისბუქის მომხმარებელმა ნაილი ვახანიამ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, ჩანს კაცი, რომელმაც მის ძმას ესროლა.

On.ge დეტალების გარკვევის მიზნით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.