11 მაისს დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ კლუბ ბასიანს ლუქს ხსნიან და მფლობელებს მასში შესვლის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"მეგობრებო, დაგვირეკეს შსს-დან გვითხრეს, რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მემგონი სახლში ვბრუნდებით", - წერს კლუბის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი.

ამ ეტაპზე უცნობია როდის შეძლებს ბასიანი სტუმრების მიღებას.

კლუბი ბასიანის მხარდასაჭერი აქცია 27 მაისს, 18 საათზე ევროპის მოედანზე იყო დაანონსებული. ბასიანის გახსნამდე ივენთების ჩატარებაზე უარი თქვა კაფე გალერიმაც.

ამავე თემაზე: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ