აქციაზე #ნუმომკლავ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება. მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესები იმართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მიერ და ის უნდა დაისაჯოს.

"მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასმართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა, რომელმაც პარლამენტთან გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა.