თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მეტროს მემანქანეებთან შეხვედრის შემდეგ არ უპასუხა კითხვას, აღადგენს თუ არა მეტრო 5 ივნისს მუშაობას. მეტროს მემანქანეები კი ამბობენ, რომ მეტრო არ იმუშავებს.

კალაძის თქმით, კიდევ ერთხელ მოისმინეს მეტროს თანამშრომლების პრობლემები და მათ აუხსნეს, რომ მერიაში და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ არსეობს ფინანსური შესაძლებლობა. მემანქანეების თქმით, თბილისი მთავრობა მათ ხელფასის ზრდაზე საუბარს 2019 წლიდან დაპირდა, რაც მათთვის მიუღებელია.

ადევნეთ თვალი On.ge-ს პირდაპირ ეთერს.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ წინ, 2 ივნისს დაიწყეს, რამაც დღეს, 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.

კახა კალაძის თქმით კი, მეტროს მემანქანეების პროტესტი მოქალაქეების შანტაჟი და ულტიმატუმებით საუბარია.

სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.