თბილისის მეტრო დღესაც, 5 ივნისსაც არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. თბილისის მერთან და მის მოადგილეებთან მემანქნეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

თბილისის მერის, მისი მოადგილისა და მეტროს მემანქანეების შეხვედრა გლდანის დეპოში წუხელ, გვიან ღამით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მერმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოისმინეს მეტროს თანამშრომლების პრობლემები და მათ აუხსნეს, რომ მერიაში და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ არსებობს ფინანსური შესაძლებლობა. მემანქანეების თქმით, თბილისი მთავრობა მათ ხელფასის ზრდაზე საუბარს 2019 წლიდან დაპირდა, რაც მათთვის მიუღებელია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ წინ, 2 ივნისს დაიწყეს, რამაც 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.

კახა კალაძის თქმით კი, მეტროს მემანქანეების პროტესტი მოქალაქეების შანტაჟი და ულტიმატუმებით საუბარია.

სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.

ამავე თემაზე: