მეტროს მემანქანეები თბილისის მერს ისევ ხვდებიან. მეტროს 10-მდე თანამშრომელი თბილისის მერიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ამის შესახებ On.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

როგორც მემანქანეები ამბობენ, მათ არ იციან კონკრტულად რა შემოთავაზებები ექნებათ.

იმ შემთხვევაში, თუ მეტროს მემანქანეებსა და თბილისის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგა მეტრო 6 ივნისსაც არ იმუშავებს. 6 ივნისი მესამე დღე იქნება, როცა თბილისში თანაშრომლების გაფიცვის გამო მეტრო არ იმუშავებს.