ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს ბუტა ანთაძეს სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, თავდაპირველად, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველი გამთენიისას გარდაიცვალა.

მკვლელობა 14 ივნისს, ღამით მოხდა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.