თბილისის "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებისთვის შესაძლოა, კონკრეტული ადგილები გამოიყოს. გვარჯალაძე აღნიშნავს, რომ მათი მიზანია ქუჩის მუსიკის ხელშეწყობა, თუმცა ამავე დროს ზედმეტი ხმაურისგან ხალხის ხაცვა

"იმან რა დააშავა, ვისაც ეს მუსიკა ხელს უშლის. ერთმანეთთან თანაცხოვრების თემა არის ეს უფრო", - განმარტა გვარჯალაძემ On.ge-სთან.

რაც შეეხება ქუჩაში დაკვრისთვის საბუთის გაცემას, გვარჯალაძე ხსნის, რომ ამას ლიცენზიის სახე არ ექნება. თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. მისივე თქმით, ისინი დააკვირდებიან რამდენად ეფექტური იქნება მუსიკოსების სხვა ადგილებში განთავსება.

"ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია", - განაცხადა გვარჯალაძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

"ღამის ეკონომიკის" განვითარება თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, ღამის ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

გაიგეთ მეტი: