ნასას თვითმავალი რობოტი მარსზე ქარიშხალს ებრძვის
ადამიანების რობოტი გასაჭირშია!
ნასას რობოტი Opportunity მარსზე ქვიშის შტორმში მოჰყვა, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ მარსზე ქვიშის ქარიშხლები ზოგჯერ ნახევარ ან მთლიან პლანეტას ფარავს ხოლმე და ის ხანდახან თვეობით გრძელდება. ქვიშის ქარიშხლები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მზის სხივები მარსის ზედაპირამდე ვეღარ აღწევენ. Opportunity-ისათვის ენერგიის ერთადერთი წყარო მზის პანელების საშუალებით ელემენტების დატენვაა, ამიტომ ამ ტიპის რობოტისთვის ქარიშხალი შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს.
კარგი ამბავი ის არის, რომ Opportunity მამაცი და გამძლე რობოტი გამოდგა, ის 2004 წელს მარსის ზედაპირზე სამთვიანი მისიით დაეშვა, ახლა კი უკვე მე-14 წელი გადის, რაც მარსზე დაგორავს. 2007 წელს რობოტს მსგავსი ქვიშის ქარიშხალი ერთხელ უკვე გამოვლილი აქვს, ამიტომ ინჟინრებმა იციან, რას უნდა ელოდონ.
ცუდი ამბავი კი ის არის, რომ წლევანდელი შტორმი 2007 წლის ქარიშხალზე ბევრად უფრო ძლიერია. ეს შტორმი ინჟინრებისათვის სიურპრიზი იყო, ის ერთ დღეში, 3 ივნისს, ზუსტად რობოტის თავზე წარმოიშვა, მას მერე კი უფრო და უფრო გაძლიერდა. დღის განმავლობაში მარსის ზედაპირზე სრული სიბნელეა.
ასეთი დაბალი ენერგიის პირობებში, ინჟინრები რობოტის ყველა სამეცნიერო ფუნქციას თიშავენ და ის ძილის რეჟიმში გადაჰყავთ, ამ დროს რობოტი მხოლოდ გამათბობლებს ამუშავებს, რათა არ გაიყინოს და მხოლოდ საკმარისი ენერგიის დაგროვების შემთხვევაში იღვიძებს და დედამიწაზე სიგნალს აგზავნის, რათა გაგვაგებინოს, რომ კარგად არის.
ბოლო სიგნალი Opportunity-სგან ინჟინრებმა 10 ივნისს მიიღეს, მას შემდეგ მეცნიერები სისტემატურად ცდილობენ რობოტისგან სიგნალის დაჭერას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ისმის.
ინჟინრები წარსულ გამოცდილებაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ Opportunity მაინც შეძლებს მოაგროვოს იმდენი ენერგია, რამდენიც რობოტის გადასარჩენად არის საჭირო, ამიტომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილი და თავიანთი საყვარელი რობოტისგან ახალ ამბებს იმედიანად ელიან.
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
კომენტარები