მხოლოდ დიდი დიღმის ბავშვები არ გრილდებიან აუზში — თბილისის ზოოპარკში აუზი ბელებსაც მოუწყვეს.

"წყალი დათვების ცხოვრებაში აუცილებელია. იმისათვის რომ, მათ ბუნებაში სრულფასოვნად იცხოვრონ, თევზაობა კარგად უნდა ისწავლონ. ცოტა ხანში ამ პატარა აუზში პატარა თევზები დასახლებიდან და ვნახოთ რას იზამს ჩვენი სამი მუშკეტერი", - წერია დათვების რეაბილიტაციის გვერდზე.

აუზი დაუდგეს დიდ დათვებსაც, რომლებიც წყალში საუცხოოდ ერთობიან. დათვებს გაოცებული სახეებით უყურებენ აუზთან მდგომი მგლები.

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ, ან მოქალაქეებთან უკანონოდ ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს, შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს. პროგრამა პატარა ცხოველებს ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს. როდესაც მიბარებული ბელი მზად იქნება, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

ფოტოები: როგორ ნადირობს თბილისის ზოოპარკის სამი ბელი ერთ საზამთროზე