თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. აეროპორტში დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებენ.

თავდაპირველად მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პირმა, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რის შემდეგაც პანიკა ატყდა.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.