პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მაშო ჩიჩუას ქმარი, მინდია გოგოჭური კიდევ ერთხელ დაჭრეს. შემთხვევაში 6 ივლისს გვიან ღამით მოხდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, გოგოჭური ფეხის არეშია დაჭრილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება:

"ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის მესამედში ისიც გამჭოლი. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადების მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება".

როგორც შსს-მ On.ge-ს უთხრა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მინდია გოგოჭური 2017 წლის იანვარში ფეხში დაჭრეს.