ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა კი ჩემპიონატი დატოვა.

სოჭში გამართული თამაში ანგარიშით 3:4 დასრულდა. მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეხვდება.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი

"ოკუპანტი ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს", - ამ სიტყვებით დაასრულეს მატჩი ქართველმა კომენტატორებმა. მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებამ დაწყებისთანავე პროტესტის ტალღა გამოიწვია, როგორც ქართველ ასევე უკრაინელ გულშემატკივრებში. ჩემპიონატის გასაპროტესტებლად მოძრაობა #BloodyCup დაიწყო.