საბურთალოზე, სავარაუდოდ, მოზარდი დაჭრეს. ინფორმაციას On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური უდასტურებს.

უწყების ცნობით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.