ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია განახლდა, თუმცა მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. მეშახტეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას, რათა მან წარუდგინოს მუშებს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებენ. ისინი ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც მოითხოვენ შახტებში. მსგავსი მოთხოვნებით აქცია 18 ივლისსაც გაიმართა.

ტყიბულში 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს აუნაზღაურდებათ ხელფასები.

გუშინ, 23 ივლისს საქნახშირის ხელმძღავენელებმა თანამდებობები დატოვეს, თანამდებობა არ დაუტოვებია გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს. საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა On.ge-ს განუცხადა, რომ ის თანამდებობას შახტაში გამოძიების დასრულების შემდეგ დატოვებს.