ჰოლივუდის დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი წერაქვით გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია Independet-მა გაავრცელა.

ტრამპის ვარსკვლავი 2016 წელსაც დააზიანეს, თუმცა პირვანდელ სახეს მალევე დაუბრუნეს. 2016 წლის განადგურების დროს, დამნაშავემ განაცხადა, რომ ვარსკვლავის ამოთხრა და შემდგომ აუქციონზე გაყიდვა სურდა, რათა მხარი დაეჭირა ქალისთვის, რომელიც ტრამპს სექსუალური სახის გადაცდომაში ადანაშაულებდა.

ადგილობრივი პოლიცია შემთხვევას იძიებს. ვანდალური ფაქტი ოთხშაბათს, საღამოს საათებში მოხდა.

დონალდ ტრამპის ვარსკვლავი ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინ სტრიტს შორის განთავსებულ 2 600 ვარსკვლავს შორის.