ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის აზრი არ აქვს ვინ მართავს ქვეყანას. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახლა მიმდინარეობს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მმართველ პარტიას ქვეყნის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, 22% კი მიიჩნევს, რომ — ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია.

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.