NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ, 51 პროცენტმა, პარლამენტში საპენსიო რეფორმის განხილვის შესახებ არ იცოდა. ამავე დროს, მოსახლეობის 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 2 პროცენტის შეტანა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

ფოტო: NDI

კანონპროექტის მიხედვით, სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამავე თემაზე: