NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, 82 პროცენტისთვის, ავტობუსების მარშრუტების დამატება მისაღებია, თუმცა 14 პროცენტისთვის ეს მიუღებელია. ასევე, 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ქუჩაზე სპეციალური ხაზი უნდა გამოიყოს.

აბსოლუტური უმრავლესობისთვის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების უსაფრთხოების რეგულარული შემოწმება მისაღებია. მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ასევე, მისაღებია საყოფაცხოვრებო ნარჩენების სავალდებულო დახარისხება/გადამუშავება.

ამავე დროს, თბილისის მოსახლეობის 82 პროცენტისთვის მისაღებია, რომ პოლიეთილენის პარკები უნდა აიკრძალოს, თუმცა 14 პროცენტისთვის მსგავსი აკრძალვა მიუღებელია.

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.