NDI-ს კვლევის მიხედვით, სექსუალური უმცირესობების უფლებები მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო 44 პროცენტისთვის უმნიშვნელოა. ამავე დროს 26 პროცენტი ნეიტრალურად არის განწყობილი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მათი უფლებების მიმართ 27 პროცენტი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, აქაც, მოსახლეობის 60 პროცენტისთვის მათი უფლებები მნიშვნელოვანია. თუმცა 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს უმნიშვნელოა.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 93 პროცენტისთვის შშმ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია.

ფოტო: NDI

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობას, აქ ლგბტ უფლებები მოსახლეობის 31 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო 41 პროცენტს ისინი უმნიშვნელოდ მიაჩნია.

66 პროცენტისთვის რელიგიურ უმცირესობათა უფლებები მნიშვნელოვანია, 22 პროცენტი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 12 პროცენტისთვის უმნიშვნელოა.

ამავე კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების უფლებები თბილისის მოსახლეობის 67 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი და 11 პროცენტისთვის ისინი უმნიშვნელოა.

ფოტო: ND

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.