სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა. თბილისიდან მსვლელობა მან გუშინ, 6 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყო და საოკუპაციო ხაზთან დაახლოებით ორი საათის წინ მივიდა.

"ვფირქობ, რომ მოსახლეობა, ხალხი და სახელმწიფო, მისი ყველა ინსტიტუცია არ აკეთებს იმის მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყნისთვის. ჩვენც, უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანებს ბევრი არაფერი შეგვიძლია, გარდა მცირე სამოქალაქო აქტივიზმისა. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ მაქსიმალურად დავიხარჯებოდი და მთელ ჩემს ენერგიას ჩავდებდი თბილისიდან აქამდე ჩამოსვლაში, მაშინ ვიქნებოდი მართალი", - აღნიშნა მაქარაშვილმა On.ge-სთვის ჩაწერილ ვიდეოში.

დღეს, 7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 10 წელი გავიდა.