ვეშაპმა, რომელიც თავის მკვდარ ახალშობილს ორ კვირაზე მეტხანს ატარებდა და ასე გამოხატავდა გლოვას, ის საბოლოოდ გაუშვა.

ვეშაპების კვლევის ცენტრმა ინფორმაცია ონლაინ გაავრცელა:

"შვილი, რომელსაც ის მინიმუმ 17 დღის განმავლობაში ატარებდა, მან საბოლოოდ გაუშვა. მის სხეულთან ერთად, დედა ვეშაპმა 1 600 კილომეტრზე მეტი გაიარა".

ცენტრის ინფორმაციით, დედა ვეშაპი თავს ენერგიულად გრძნობს და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია.