დღეს პატარა კეტლინს გაგაცნობთ, რომელიც ჯერ სულ რაღაც 6 წლისაა და უკვე ნამდვილი გაიძვერაა.

ცოტა ხნის წინ, მას დაბადების დღე ჰქონდა და დედამ ამაზონიდან ბარბის თოჯინა გამოუწერა. კეტლინმა დედას სთხოვა ამაზონი შეემოწმებინა და ენახა, როდის ჩამოვიდოდა საჩუქარი.

გაიცანით: კეტლინი და მისი დედა

ფოტო: Ria Diyaolu

კეტლინის დედამ უკვე იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც შვილის თანდასწრებით საიტზე შევიდა და მას მისი მოხმარების წესები უნებურად გააცნო.

"ამაზონის მანქანა მოვიდა და კურიერმა ყუთების გადმოწყობა დაიწყო. ჯერ ერთი ყუთი იყო, მერე მეორე და ასე უსასრულოდ", - უთხრა კეტლინის ნათესავმა ბაზფიდს.

კეტლინის დედამ მხოლოდ მაშინ გადაამოწმა ამაზონის ანგარიში და აღმოაჩინა, რომ მისმა პატარა გაიძვერამ თავის თავს კიდევ მრავალი სხვა საჩუქარი გაუკეთა.

კეტლინის რეაქცია, როდესაც მისი გმირობის შესახებ ყველამ გაიგო.

ფოტო: Ria Diyaolu