ამერიკელი იუმორისტი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ლუის სი ქეი სექსუალური შევიწროების ბრალდებებიდან თითქმის 10 თვის შემდეგ, კლუბში პირველად გამოვიდა. სი ქეი 2017 წლის 10 ნოემბერს ხუთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

ის მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს იმ დღესვე გამოეხმაურა, განაცხადა, რომ ხუთივე ისტორია სიმართლე იყო და ბოდიში მოიხადა. შეიძლება ითქვას, რომ სი ქეი პირველია, რომელმაც #metoo-ს ფარგლებში მიღებული ბრალდებების შემდეგ კარიერაში რეაბილიტაცია სცადა.

სი ქეი 26 აგვისტოს ღამით ნიუ-იორკში მდებარე კლუბში, კომედი სელარში გამოვიდა და 15-წუთიანი სეთი ჰქონდა. კლუბის მფლობელის თქმით, მისი გამოსვლა სიურპრიზი იყო და მსმენელი მას თბილად და ოვაციებით შეხვდა:

"მხოლოდ ერთმა დამსწრემ გვითხრა, რომ ერჩივნა წინასწარ სცოდნოდა სი ქეის გამოსვლის შესახებ, რათა თავად გადაეწყვიტა, მოვიდოდა თუ არა მის მოსასმენად".

ბრალდებები ლუის სი ქეის მიმართ

The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2002 წელს ლუის სი ქეი ორი იუმორისტი ქალის წინაშე მასტურბირებდა. 2003 წელს ის ასევე კომედიანტ ქალთან ტელეფონზე საუბრის დროს მასტურბირებდა, 2005 წელს კი მან მორიგ იუმორისტ ქალს სთხოვა, რომ მის წინაშე იმასტურბირებდა, რაზეც უარი მიიღო. HBO-ში დასაქმებულმა ქალმა ასევე დაადანაშაულა სი ქეი მის წინაშე მასტურბირებაში.

ქალები, რომლებიც სი ქეის 2002 წელს მომხდარ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მათ ინციდენტის შესახებ ხმამაღლა ისაუბრეს, თუმცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ სი ქეის მენეჯერი, დევიდ ბექი, მათზე გაბრაზებული იყო და კარიერის დაკარგვის შიშით გაჩუმდნენ.

ქალი, რომელიც სი ქეის 2003 წელს სატელეფონო საუბრისას მასტურბაციაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მას მასტურბაციის ხმები ესმოდა, ამის გარდა ლუისი მას სექსუალურ ფანტაზიებზე ესაუბრებოდა, მძიმედ სუნთქავდა და დაბალ ხმაზე ესაუბრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, HBO-მ სი ქეისთან სამომავლო ურთიერთობა გაწყვიტა და მისი სთენდაფები თავისი ონლაინ სერვისიდან აიღო. HBO-ზე 18 ნოემბრიდან Night of Too Many Stars: America Unites for Autism Programs იწყება, რომლის ერთერთი მონაწილე ლუის სი ქეიც უნდა ყოფილიყო.