737 000 ლარი მინისტრის მოადგილის ძმის კომპანიას - IDFI საგარეო უწყების საეჭვო შესყიდვაზე წერს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვის შესახებ წერს. საქმე ეხება 2017 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილ 737 000 ლარს. გამოყოფილი თანხა, უწყებას თბილისში, ლეონიძის ქ. #3-ში მდებარე შენობის საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებში და მდგრადობის კვლევაში უნდა დაეხარჯა.
IDFI-ში ამბობენ, რომ სამუშაოები გრაფიკის დარღვევით შესრულდა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, არის ხარვეზები. გარდა ამისა, ორგანიზაცია საგარეო უწყებას რამდენიმე პრეტენზიას უყენებს, მათ შორისაა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიის, შპს ლენდ მარკ პროჯექტის წარმომადგენელსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის არსებული ნათესაური კავშირი.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ შპს ლენდ მარკ პროჯექტის 100%-იანი წილის მფლობელია ავთანდილ მახარობლიშვილი. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. ვახტანგ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2016 წლის 27 ნოემბერს.
გარდა ამისა, შესყიდვაში სხვა დარღვევებიცაა. უფრო კონკრეტულად, გაწეული სამუშაოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიას გადაუხდიდა 721 954 ლარს, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო მოიცავდა 4 ეტაპს და უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს.
კვლევაში ვკითხულობთ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორჯერ შეიცვალა: ჯერ 2017 წლის 20 ოქტომბრამდე გადაიწია, ხოლო შემდგომ 2018 წლის 10 მარტამდე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად გრაფიკთან შედარებით 8 თვის დაგვიანებით ჩაიბარა.
IDFI-ის დასკვნით:
- შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;
- დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;
- ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;
- კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;
- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.
On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციით დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს ლენდ მარკ პროჯეკტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის.
უწყების ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია.
"კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიეტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ შპს ლენდ მარკ პროჯექტის ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან.
"ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არცერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი", - განგვიმარტეს უწყებაში.
IDFI ასევე მოუწოდებს აუდიტის სამსახურს დაინტერესდეს არსებული საეჭვო გარემოებებით და გამოიკვლიოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესყიდვები.
On.ge-ს აუდიტის სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენლის ცნობით, მათ უკვე შეისწავლეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიში, რომელიც უახლოეს დღეებში აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდება.
"სამწუხაროდ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ვერაფერს ვიტყვით, ანგარიშში მოცემული იქნება ყველა მიგნება", - გვითხრეს აუდიტის სამსახურის პრესცენტრში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები