პრეზიდენტობის კანდიდატის, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის წინასაარჩევნო დაპირებაა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ლაზებისა და ხალიბებისთვის. ამის შესახებ მან იმედის კვირაში ისაუბრა.

"საქართველოს მოქალაქეებს შევმატებთ გულანთებულ ლაზებს, ხალიბებს, რომელთაც წარმატებული ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ თავის ქვეყანაში და როდესაც ისინი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან ათმაგად, ასმაგად უფრო მეტად გააგრძელებენ ამ ქვეყანაზე ზრუნვას", - განაცხადა ანდრიაძემ.

ანდრიაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე,თენგიზ თავდგირიძე, უმითოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზშევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.