ლიბერალის რედაქტორს 2 დღის წინ თავს დაესხნენ — თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, დაკავებული არა
ონლაინგამოცემა ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს დაახლეობით 7 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის თქმით, მიიღო დაზიანებებლი სახისა და თავის არეში.
როგორც ვარდიაშვილმა On.ge-ს განუცხადა, შემთხვევა 2 დღის წინ, 15 სექტემბერს, საღამოს მოხდა. მისი თქმით, თავს ვარკეთილში, ავტოფარეხთან ის პირები დაესხნენ, რომლებიც მანქანის მყიდველებად გაეცნენ.
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა დაკავებული არავინაა. გამოძიება თავდასხმის მოტივებზე არ საუბრობს, ვარდიაშვილი კი გამომძიებლის მონაყოლს იხსენებს. ჟურნალისტის თქმით, ის სხვა ზურა ვარდიაშვილში ან იმ პირში შეეშალათ, რომელიც თავს ვარდიაშვილად ასაღებდა.
ლიბერალის რედაქტორის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის არამხოლოდ თავდამსხმელებს, თავად გამომძიებლებსაც სხვა პირი ეგონათ. ჟურნალისტის თქმით, დაკითხვისას გამომძიებელი უმტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა როგორც იჩხუბა მან პარასკევს, 14 სექტემბერს მაღაზია კარფურში,სადაც დედასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე განმარტებით, სწორედ ამ შემთხვევის გამო მოხდა ანგარიშსწორება.
როგორც ვარდიაშვილმა On.ge-ს განაცხადა აღნიშნულ დღეს ის კარფურში არ იმყოფებოდა და ამის მტკიცებულებაც აქვს. მისივე თქმით, ეს გამომძიებლებმაც აღიარეს.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დეტალებზე არ ესაუბრეს. მათი განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. სხვა საკითხებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები