ქართული ოცნება გეგმავს, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შს მინისტრი ჰაბის მოწყობას გეგმავს:

"ამ შენობას ექნება მნიშვნელოვანი დატვირთვა, [შს მინისტრს] მნიშვნელოვანი გეგმები აქვს".

ჩუგოშვილის თქმით, გართულებულია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში და მისივე განცხადებით, ეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ძალიან აზიანებს:

"ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ბიუჯეტიდან იხარჯება ეს თანხები".

პარლამენტის თბილისში გადასვლის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი კახიანმა დაადასტურა.

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანასთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.