ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ეს პირველი ოქროს მედალია საქართველოს ანგარიშზე. ქართველმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელი უშანგი კოკაურსი დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი დურენბაიერ ულზიბაიერი იპონით ორ წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა.

ჩემპიონატის განმავლობაში საქართველოს სულ სამი მედალი აქვს. ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა (-60კგ)მოიგო, ვერცხლი კი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) მოიპოვა.