წლებია, რაც ინტერნეტი უცნაურმა საკვებმა მოიცვა და მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ინსტაგრამიც, სადაც გოთიკური შავი ნაყინით დაწყებული, სპაგეტის დონატებით დამთავრებული ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ.

თქვენ რომელ საჭმელს ან სასმელს გასინჯავდით ამ ჩამონათვალიდან?

1. უნიქორნ-ფრაპუჩინო

არა, უნიქორნ-ფრაპუჩინოს უნიქორნის რძით არ ამზადებენ, რადგან უნიქორნები უბრალოდ არ არსებობენ.

2. გოთიკური ნაყინი

მართალია, შავი ახდუნებს, მაგრამ შავი ნაყინი არ ახდუნებს.

3. სპაგეტის დონატი

თუ დონატები პოლიციელებს უყვართ და სპაგეტი - იტალიელებს, ეს დონატი იტალიელი პოლიციელების საყვარელი საჭმელი უნდა იყოს.

4. ბრჭყვიალა ყავა

როგორც ხედავთ ყავა ბრჭყვიალებით ძალიან ფოტოგენური სასმელია და შესაბამისად, ინსტაგრამზე ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული რამ არის.

5. ტოსტი-ქალთევზა

სამწუხაროდ, ისევე როგორც უნიქორნი, ქალთევზაც არ არსებობს, ამიტომ ეს სილამაზე მთლიანად ადამიანური ფანტაზიის ნაყოფია.

6. შავი პიცა

შავი ფერის მოყვარულებს დღეს ძალიან გაგიმართლათ, რადგან გარდა შავი ნაყინისა არსებობს შავი პიცაც, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

7. მაიონეზის ნაყინი

დაახლოებით მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ ნაყინის გემო?

თქვენი აზრით შოკოლადის ხინკალი ან ლურჯი ხაჭაპურიც ასეთივე ტრენდული გახდებოდა?