ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ Grand Tour-ის წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი საქართველოში იმყოფებიან.

თავდაპირველად ისინი ბათუმის ქუჩებში ძვირადღირებული მანქანებით შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წამყვანები საქართველოში გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდის გადასაღებად ჩამოვიდნენ.

ბათუმის შემდეგ გეზი თბილისისკენ აიღეს და როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი საინტერესო თავგადასავალიც გადახდათ.

მაგალითად, ოდესმე წარმოიდგენდით რომ ბენტლიზე ვინმე ნაზუქს მიირთმევდა?! ალბათ არა, მაგრამ გეტყვით, რომ ეს უკვე მოხდა

ნაზუქი გემრიელი აღმოჩნდა

სურამიდან მომავალი ჯერემი გორშიც შენიშნეს, სადაც მას, ჩვენდა გასაკვირად, მანქანაზე სტალინის ბიუსტი ჰქონდა დამაგრებული

მოგვიანებით გაირკვა, რომ წამყვანი იმ ადგილსაც სტუმრობდა, სადაც სტალინი დაიბადა

View this post on Instagram

Stalin was born here

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

კლარკსონი ახლა უკვე თბილისშია და მშრალ ხიდზე ვაჭრობაც მოასწრო

ეტყობა, რომელიმე ნივთზე აბსურდული ფასი უთხრეს

ორი ქვევრი იყიდა

მანამდე კი რესტორანსაც ეწვია და ხინკლის ნაცვლად, სტეიკი მიირთვა

View this post on Instagram

In the other Georgia, maybe

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

და თბილისური წვიმის მნიშვნელობაც გაიგო

View this post on Instagram

Yes!!! It’s a rainy night in Georgia

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

რაც შეეხება კიდევ ერთ წამყვანს, ჯეიმს მეიმ ჯერ მანქანის სურათი გამოაქვეყნა

მერე კი გვითხრა, რომ ქართულ გზებზე ბევრი სატვირთო დადის

ვერ ვხვდებით, სტალინით ასე შეპყრობილები რატომ არიან, მაგრამ იმედია, გადაცემა მხოლოდ მასზე არ იქნება

საინტერესოა, როგორ გაგრძელდება წამყვანების მოგზაურობა საქართველოში?