ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსში მის ტრანს ვარსკვლავი 2018 მონაწილეობს.

კესარია კონკურსზე ქართული ნაციონალური სამოსის ჩაცმას აპირებს. როგორც ის ფეისბუქზე წერს, საკონკურსოდ მან რამდენიმე ნაციონალური კაბა და ჩიხტიკოპიც კი მოირგო.

კესარიას პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ კონკურსისთვის არჩეულ კაბას ის ფეისბუქზე არ გამოაქვეყნებს და მას მაყურებლები მხოლოდ შოუში ნახავენ.

ნახეთ ფოტოები:

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაწილეების ფოტოებში კესარიას ფოტოს ყველაზე მეტი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

მის ტრანს ვარსკვლავი 2018 ბარსელონაში 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე გაიმართება.