3 ჟურნალისტთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის კრიტიკას დიდი დრო დაუთმო. უფრო კონკრეტულად, ივანიშვილმა ტელეკომპანია მინიმუმ 40-ჯერ ახსენა.

ივანიშვილმა რუსთავი 2 მატყუარად და ნაციონალური მოძრაობის იდეების გამტარებლად, ჟურნალისტები კი არაპროფესიონალებად მოიხსენია. მისი თქმით, რუსთავი 2-ის კრიტიკული სიუჟეტები მიკერძოებულად არის გაშუქებული.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა რუსთავი 2-ს გამორთავს ქვეყანაში აღმავლობის მეტს ვერაფერს ნახავს. მისივე თქმით, ოცნების პიარ ჯგუფები მცდელობას არ დააკლებენ, რომ ამ ტელევიზიაში განსხვავებული აზრი შეიტანონ.

გაიგეთ მეტი ივანიშვილის ინტერვიუზე: