პარასკევს, 2 ნოემბერს, თბილისს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო ესტუმრა. პირლო ევროპაბეთის მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

ევროპაბეთის მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.

ფეხბურთელმა უკვე გამოაქვეყნა პირველი კადრი გადაღებიდან:

ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა, იუვენტუსი, მილანი და ინტერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავთან, როგორებიც ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო არიან.