მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პირველ რიგში, ავღანეთში ჩავა:

"მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან", — ამის შესახებ ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ჩემი მეორე ტურის კამპანია იქნება, როგორც მომავალი პრეზიდენტის:

"ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი. მე ვაჩვენებ, როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას".