გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ და ვერ დაბრუნდება. მისი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა ათ პარტიასთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის თანასწორი წევრია. მან, ასევე, დაამატა, რომ "პოლიტიკურ ფრონტს" შეუერთდა რესპუბლიკური პარტიაც.

"ეს ყველა პარტია არის გარანტია იმის, რომ არც ნაციონლური მოძრაობის, არც ქართული ოცნების და არც რომელიმე სხვა პარტიის ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში აღარ იქნება", — განაცხადა ვაშაძემ ფეისბუქლაივის დროს.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში ხელისუფლებაში ძველი სახეები არ დაბრუნდებიან და საზოგადოება "ახალგაზრდა კადრებს ითხოვს.