საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 14 ნოემბერს, 13 საათზე დაანონსებული სხდომა გადაიდო. ამის შესახებ ადგილიდან On.ge-ს კორესპონდენტი იუწყება.

ამ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის თარიღი. ცესკომ სხდომა 19 საათამდე გადადო.

საარჩევნო კომისიაში აღნიშნეს, სხდომის გადადება პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.