გირჩის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გადაიფიქრა. მან არჩებნებს შეაგინა და თქვა, რომ არც ერთ კანდიდატს არ შემოხაზავს

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მზარს დაუჭერდა ადამიანს, რომელმაც ის "პედოფილს შეადარა". ის არ მოუწოდებდა თავის არცერთ მხარდამჭერს, რომ ხმა მიეცათ მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატისთვის. ის ამბობდა, რომ თავისუფალი ადამიანები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მას რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უჭერდა მხარს ვაშაძეს. On.ge ჯაფარიძის არგუმენტებს უცვლელი სახით გთავაზობთ:

  • თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების, თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია;
  • ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა — ეს ანომალიაა და არა წესი.