ლაივპრესის ინფორმაციით, აბაშის მე-10 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს ქართული ოცნების დეპუტატი, ლეონტი ნადარეიშვილი კაბინაში შეჰყვა.

ლაივპრესის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარიც.

"საჩივარი შემოვიდა, ჩვენ ვერკვევთ დეტალებში, თუმცა როგორც დეპუტატი აცხადებს, მას ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თავად სთხოვა კაბინაში შეყოლა" - განუცხადა გიორგი ქოიავამ ლაივპრესს.