პურის ფასის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სიტუაციის შესასწავლად შესაბამის ორგანოებს მიმართავს. დღეს, 10 დეკემბრიდან, მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს არასამართლიან კონკურენციასთან.

"მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", — აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.