2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება Visa on Arrival. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზის ეს ტიპი საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არჩილ ძულიაშვილი ტაილანდში სამეფოში მთავრობისა და სამეფო კარის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან.

შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის, საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.