საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში პირველად 17 დეკემბერს მივიდა. მან სამუშაო დღე ჟურნალისტებთან შეხვედრით დაიწყო.

ორბელიანების სასახლებში გამართულ პირველ ბრიფინგზე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ კვირის ბოლოს ადმინისტრაციის ახალ თანამშრომლებს წარადგენს, ხოლო მედიასთან დახურული შეხვედრების ფორმატს დანერგავს. ზურაბიშვილმა პირველ სამუშაო დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, ლაშა ჟვანია, ხოლო საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნია წარადგინა.

ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი არ არის დასრულებული, თუმცა ზურაბიშვილი დროებით შენობის სხვა დასრულებულ ნაწილში იმუშავებს.

ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა. ისიც კი თქვა, რომ ამ ძველი რეზიდენციის ჰავა და აურა არ უხდება.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. ეს საკითხი გრძელვადიანი დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ივანიშვილის მთავარი არგუმენტი იყო ის ხარჯი, რაც ავლაბრის რეზიდენციის შენახვას სჭირდებოდა. მისი თქმით ეს იყო "ჭარბი ფართი".

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.