გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. ღონისძება მაესტრო იური ტემირკანოვის პატივსაცემად იმართებოდა.

კონცერტის დაწყების წინ მომღერალმა თავი დაუკრა იმ ტრიბუნას, სადაც ტემირკანოვი პუტინთან ერთად იჯდა. ბურჭულაძემ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტსა და დამსწრე საზოგადოებას ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან არია "ღვინოვ კახურო" უმღერა. ღონისძიება რუსულმა სახელისუფლებო მედიამ გააშუქა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რასია

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რასია

ქართველი პოლიტიკოსის ამ კონცერტზე გამოჩენას საზოგადოების პროტესტი მოყვა. მომხდარი ჟურნალისებთან შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ეს ფაქტი მიუღებელია და ბურჭულაძისგან განმარტებას ითხოვს.

"ძალიან ვწუხვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია — პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას პირველ რიგში მისი მხრიდან თუ რასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა ვაშაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბურჭულაძე მოსოვში კონცერტს მართავს. 2017 წელს რუსულ სახელისუფლებო მედიასთან ინტერვიუში ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ ის "რუსული სკოლის წარმომადგენელი რუსული ბანია". მისი თქმით, ამით ყოველთვის ამაყობდა.