ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავად საბჭოს წევრმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ის აპირებს, რომ ტელევიზია და ჟურნალი შექმნას. სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში მას მაუწყებლობის შესახებ კანონით ინტერესთან კონფლიქტი იქნებოდა.

შათირიშვილმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას. მისი უფლება-მოსილების შესაწყვეტად მისი განცხადების ცნობად მიღება საკმარისია. ამ თანამდებობის დასაკავებლად კი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. კანდიდატის დასახელების უფლება საპარლამენტო უმრავლესობას ექნება.

ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 10 თვის წინ, 23 მარტს აირჩიეს. მაშინ მის არჩევას პარლამენტის 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შათირიშვილის მიერ სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ლიბერალმა გაავრცელა.

ამავე თემაზე: